ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში ბათუმელებმა და მთავრობის წევრებმა აჭარიდან წასული მეომრები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათ სკვერში შეკრებილ დაღუპულთა ახლო ნათესავებსა და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
„ჩვენ პატივი მივაგეთ 2008 წლის ომში დაღუპულებს. ვაფასებთ მათ თავგანწირვას ქვეყნის წინაშე. დღის განმავლობაში დაგეგმილია დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მონახულებაც, რომლებსაც 3000 ლარს გადავცემთ. დღესვე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები ხვიჩა შაქარიშვილი და მალხაზ მელაძე ბინებით დაკმაყოფილდებიან. რაც მთავრობის მხრიდან მათი ღვაწლისა და თავდადების დასაფასებისა ერთერთი გამოხატულებაა.“
მასალის გამოყენების პირობები






