საქართველოს საგარეო უწყება აგვისტოს ომის მე-6 წლისთავს ეხმაურება
პოლიტიკა - 11:21, 08 Aug, 2014     1098

საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2014 წლის 7 აგვისტოს 6 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლის თავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლის შედეგად უხეშად ილახება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდების მიუხედავად, კვლავ ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. საერთაშორისო ვალდებულებების სრული უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, რაც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა, ქართული მხარისა და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს ადეკვატურად უპასუხოს საქართველოს მიერ 2010 წელს ცალმხრივად აღებულ და საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციის განმტკიცებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის მცდელობების მიმართ სახეზეა ღია წინააღმდეგობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიები ე.წ. „შავ ხვრელებად“ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად“ აქცია.

ქართული მხარისთვის ყოვლად მიუღებელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არსებული ფორმატისა და დღის წესრიგის შეცვლის მეშვეობით. ქართული მხარე აფასებს მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეების მტკიცე პოზიციას კონსენსუსით შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის დარღვევის დაუშვებლობის თაობაზე. თავის მხრივ, ქართული მხარე მზად არის განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირნათლად შესრულების მიზნით.

2008 წლის აგვისტოს ომიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დაიწყო მოსკოვთან უპირობო დიალოგი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების თაობაზე. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებული კურსი რჩება ურყევი. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქართველი ხალხის მისწრაფებისა და არჩევანის რეალიზაციისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად, რისი ნათელი დადასტურება არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა.

საქართველოს მთავრობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარება წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების ყველაზე ეფექტურ და საიმედო გზას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42