პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია თუ რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი ამერიკელი სეატორების წერილს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პირადი წერილი იყო და მისი გასაჯაროება არც უფიქრია. როგორც მთ^ავრობის მეთაური აცხადებს, მან უკვე აუხსნა სენატორებს, რომ წერილში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ეს არის გარკვეულწილად უფროსი მეგობრების რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის. მე აუხსენი რომ წერილში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყველას გავაგებინებთ სიმართლეს თუ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 აგვისტოს წერილით მიმართეს.
„...შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სახიფათოა თქვენი მთავრობის ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ამის ყველაზე ახლო და აშკარა მაგალითი 28 ივლისს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებისთვის წარდგენილი ბრალია...“, - ნათქვამია სენატორების წერილში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






