"საქართველოში წარსულის ქექვის დრო არაა"
პოლიტიკა - 20:53, 07 Aug, 2014     3131

„მიხეილ სააკაშვილი არ იყო ანგელოზი, როდესაც ის იკავებდა პრეზიდენტის პოსტს 2004 წლიდან 2013 წლამდე, ამასთანავე მისი , როგორც ხელისუფალის ნაკლოვანებები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჭკვიანურად მოიქცა , როდესაც მას ბრალი წაუყენა თაბნამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით“ -წერს The Financial Times.

იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყოს ქვეყნის სტაბილურობას , ექსპრეზიდენტზე სამართლებრივი შეტევები ქართულ პოლიტიკაში შურისძიების ციკლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.- ირწმუნებიან სარედაქციო სტატიის ავტორები.

ამ ქმედებით ხდება ყურადღების გადატანა ბრალდებებზე ეკონომიკური და თავდაცვის პრობლემებიდან , რაზეც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უპირველესად მართებს ფოკუსირება. რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობამ და მის მიერვე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ ნათლად აჩვენა საქართველოს დაუცველობა შესაძლო საფრთხეების მიმართ.

ავტორების აზრით არსებობს შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ფორმალური ანექსიის. „ ქართველი ანალიტიკოსები გამოთქვამენ ეჭვს რომ რუსეთმა შეიძლება ერთ დღეს საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სომხეთში არსებული თავის ბაზებთან კავშირის დასამყარებლად, ან სომხური სეპარატიზმი გააღვივოს სამცხე- ჯავახეთში სადაც გადის მილსადენი რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთ ნავთობი მიეწოდება,

„მსგავსი ქმედების წინაშე საქართველო სრულიად დაუცველი რჩება , მისი სამხედრო ძალა მცირეა, ის არ არის ნატოს წევრი, ამასთანავე მისი ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, არ ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას“-ნათქვამია სტატიაში

შიდა და გარე გამოწვევების გათვალისწინებით დასავლეთის სახელმწიფოებმა რჩევა უმდა მისცენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის ქვეყნის მომავალზე ყურადღების გამახვილება იქნება უმჯობესი და არა პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივება და , წარსულის ქექვა“-ასკვნის FT.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42