„ახლა ალბათ პუტინი ცეკვავს კრემლში“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში გამართული შეხვედრების ფონზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ამდენი ჩხრიკეს, ამდენი ქექეს და ბოლოს ერთადერთი რაც ამოქექეს, არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც ჩვენ დავითხოვეთ კორუფციის გამო და ცრუპენტელობისთვის და ნინო ბურჯანაძის, პუტინის ჩვენება.
ზუსტად ასეთივე წარმატებით ჩახალიანსაც უნდა ჩამოართვან ჩვენება, გევორქიანმაც ალბათ დატოვა საქართველო, თორე ისიც მოუყვებოდა რაღაცებს, სად გამოვნახო დრო იმისთვის, რომ ჩემი ფეხით ჩამოვიდე საქართველოში, ჩავჯდე დილეგში და შეხვედრებზე უარი ვთქვა, რა თქმა უნდა ამის დრო არ მაქვს.
ჩვენ თავად რატომ ვიბანძებთ თავს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა რა ხდება? თუ არ მეკითხებიან, საქართველოს მთავრობაზე არსად არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ მრცხვენია. საქართველო გვყავს ისევ წამოსაწევი, ახლა ალბათ პუტინი ცეკვავს კრემლში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






