საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა და შესაბამისი განცხადებები გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„ჩვენი პოზიცია არის აწონდაწონილი. ემყარება რამდენიმე პრინციპულ ღირებულებას, ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტს, ეს გავაკეთეთ ბევრჯერ. მინდა შევახსენო საზოგადოებას ჩემი ვიზიტი კიევში, ჩემი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. საქართველომ არ უნდა გაასწროს სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებს, ამ ერთიან ოჯახში უნდა დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური პოზიცია, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ჩვენი რიტორიკა არასდროს არ ყოფილა იმაზე დაბლა, ვიდრე ჩვენი პარტნიორების და არც მგონია, რომ უფრო ხისტი უნდა იყოს. მხარს ვუჭერთ ძალიან ნათლად იმ ძირითად ღირებულებებს რასაც ჰქვია უკრაინის სუვერენიტეტი.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არსებულ ვითარებას, ძირითადი მოლოდინი უელსის სამიტიდან არის ის, რომ რეგიონის უსაფრთხოება იქნება უფრო მაღალ ხარისხზე აყვანილი ვიდრე იყო მანამდე, ჩვენ ამ სამიტზე მივდივართ ძალიან კარგი დღისწესრიგით, საქართველომ განხორიცელებული რეფორმების თვალსაზრისით აჩვენა, რომ არის სანდო პარტნიორი, იგივე აღიარებას ველით ნატოსგან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






