საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი წინამორბედისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე კომენტარი გააკეთა. მარგველაშვილის განცხადებით, სააკაშილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გამოძიებას მისცეს ჩვენება:
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი არ იქნას შელახული, ერთის მხრივ ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ნათლად სასამრთლო პროცესზე, რომ სააკაშვილის მიმართ არსებული კითხვები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, უნდა იყოს მხოლოდ რეალური მტკიცებულებები, თავად სააკაშვილს აქვს პასუხისმგებლობა არა პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ, არამედ თავისი ქვეყნის მიმართ, რომ პატივი სცეს გამოძიებას და მისცეს ჩვენება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ საქართველოში შედგა დემოკრატია. ჩვენ უაღრესად ფრთხილად, თვალყურს ვადევნებთ იმ კომენტარებს რაც გვესმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ , რომ საქრათველოში არის დემოკრატია“, - აღნიშნა პრეზიდენტნა.
მასალის გამოყენების პირობები






