საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრთან ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ გვაქვს თანამშრობლობის რეჟიმი იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან. ბუნებრივია არსებობს თემები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო როლი ვითამაშო და რაღაც მომენტში არ გავამწვავო და სხვა შემთხვევებში შევეცადო და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ქართული დემოკრატიისა – საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი გავაძლიერო, დავაფუძნო და მკვიდრად დავამკვიდრო ქართულ პოლიტიკურ სისტემაში – არც უფრო მეტად, ვიდრე ეს ხშირად ხდებოდა, როცა პრეზიდენტი ზედმეტ უფლებამოსილებებს იღებდა და არც უფრო ნაკლებად
სულ რამდენიმე დღის წინ, უშიშროების საბჭოს სხომაზე, რომელზეც გამეხარდებოდა, რომ ყოფილიყო პრემიერ–მინისტრი, იყო მოსამართლეების წარდგენის საკითხი და ღიად ვთქვი, რომ ჩემთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება მოსამართლეების კნდიდატურები, რომლებსაც არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვთ, უცბად ჩავარდნენ სესიაზე“, – გნაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






