საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:31, 07 Aug, 2014     1443
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსი უდიდეს როლს ასრულებს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება სწორედ მათ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება იმ პროექტებზეც გაამახვილა, რომელთა განხორციელება საქართველოს მიმართ დაინტერესებას მსოფლიო მასშტაბით გაზრდის.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. იმ ელჩებს, რომლებიც საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოადგენენ, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაებან სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უელსის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში უნდა აისახოს მიღწეული პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, აუცილებელია ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა.

ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას, გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ეროპისა და აზიის ბაზრების მნიშვნელობას დაუთმო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროპის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობას მოიცავს, არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც ქვეყანას თავისუფალ ერთა ევროპულ ოჯახში დააბრუნებს.

ამას გარდა, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

საქართველოს პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სხვები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42