„მთელი პოლიტიკური სპექტრი ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ეს კომენტარი მარგვბელაშილმა ამერიკელი სენატორების წერილის საპასუხოდ გააკეთა:
“ჩვენ ყველა იმ პოზიციას ვაქცევთ ყურადღებას, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ფიქსირდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი 2 თვალსაზრისით – საქართველოს დემოკრატიულობის და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამავე დროს, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ვართ გარანტი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება; იმისა, რომ საკითხები, რომელიც დაისმება, დასმული კანონის ფარგლებში იქნება. ამასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ეკისრება და მე მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ ლიდერებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან იმისთვის, რომ ამ ღია პროცესში ნათლად დადასტურდეს, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






