საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურება, რომლითაც ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
„არ ვიცი კონკრეტულად რომელ წერილზე საუბრობთ, მაგრამ ამ პერიოდში რამდენიმე მსგავსი გამონათქვამი იყო და ჩვენ აბსოლუტურად ყველა წერილზე კომენტარი გავაკეთეთ. ეს არის ერთი გენერალური კომენტარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დანაშაულის დაფარვა, დანაშაულისთვის ხელის დაფარება და დანაშაულის არ გამოძიება, სწორედ ეს არის კანონის უზენაესობის დარღვევა და ამის წინააღმდეგ არის მიმართული მთავრობა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 აგვისტოს წერილით მიმართეს.
„...შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სახიფათოა თქვენი მთავრობის ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ამის ყველაზე ახლო და აშკარა მაგალითი 28 ივლისს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებისთვის წარდგენილი ბრალია...“, - ნათქვამია სენატორების წერილში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






