დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, წინასწარ იცოდა, თუ რა პოზიციას დააფიქსირებდა კარლ ბილდტი.
„როდესაც კარლ ბილდტის წერილი გამოქვეყნდა, მე ერთადერთი რაც გამიკვირდა, ამდენი ხანი რატომ დააგვიანა ამ ადამიანმა „ტვიტერზე“ ან სადმე თავისი პოზიცია რომ დაეფიქსირებინა. წინასწარ ვიცოდით რა პოზიციაც ექნებოდა მას, მაგრამ მთლიანობაში საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება არის ის, რომ სისტემური დანაშაულებები, რომელიც იყო ჩადენილი, უნდა იქნეს გამოძიებული და იქნება კიდეც გამოძიებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეს არის ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთადერთი წინაპირობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა.
კარლ ბილდტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას შურისძიებისთვის იყენებს.
"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერს ბილდტი.
მასალის გამოყენების პირობები






