ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დევიდ კემერონი ამ განცხადებას უელსის სამიტის წინ აკეთებს.
„უნდა მივესალმოთ ამდაგვარ განცხადებას ბატონი კემერონის და სხვების მხრიდან, ვინც ესე ხედავენ რეგიონში ნატოს და ზოგადად დასავლეთის მონაწილეობის გააქტიურების ამოცანას. სიტუაცია მოითხოვს იმას, რომ მართლაც პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რადგან მხოლოდ განცხადებების ფონზე სარგებლობას მხოლოდ რუსეთი იღებს. ამიტომ, შესაბამისი ზომებია მისაღები“, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ.
ჩეხეთში საქართველოს ელჩის ზაალ გოგსის თქმით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიში და იმედოვნებს, რომ კემერონის განცხადებას მათზე გავლენა ექნება.
„ბრიტანეთს თავისი სიტყვა ეთქმის ევროკავშირში და ალბათ ამ განცხადებას გავლენა ექნება. კემერონის განცხადებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სწორედ ასეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა განმტკიცდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, როგორ უნდა ვიაროთ დასავლეთში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით“, - განაცხადა ჩეხეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც დევიდ კემერონმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მიმართა.
ბრიტანეთის პრემიერი მათ თავდაცვისუნარიანობისა და მისიების გაძლიერებას სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საქართველოში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






