"ვითარება გამწვავებისკენ ნამდვილად არ მიდის. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დააცხროს და გადაიყვანოს სამშვიდობო პროცესში. ჩვენმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მეტი კონტაქტია აფხაზურ-ქართულ და ოსურ-ქართულ საზოგადოებებს შორის, მეტი მოთხოვნილებაა საქართველოში არსებულ გარკვეულ მომსახურებაზე, მათ შორის ჯანდაცვის, ვაჭრობის კუთხით. რაც შეეხება უშუალოდ 2008 წლის ომს, ეს იყო აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯი, ჩაყოლა ომში. ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროვოკაციის მსხვერპლი თავისი ავანტურისტული პოლიტიკის გამო, მაინც ჩანს, რომ ვერ მოახერხა, ისე განევითარებინა მდგომარეობა, როგორც მოხდა წელს უკრაინაში - საგარეო გავლენები იმდენად ვერ გამოიყენებინა, რომ საქართველოს თემა ყოფილიყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა უკრაინა. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი გადასახედიდან მსოფლიო ხელახლა აფასებს და ხელახლა უყურებს აგვისტოს ომს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






