ომის წლისთავთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში ღონისძიებები გაიმართება
პოლიტიკა - 12:12, 07 Aug, 2014     1361

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები 8 აგვისტოს წლისთავთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ. ქართველმა დიპლომატებმა ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს 7 აგვისტოა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. 6 წლის წინ დაიწყო ომი, რომელიც მხოლოდ 5 დღეს გაგრძელდა, მაგრამ მან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ომის შედეგებს ბევრი მიმართულებით დღესაც ვიმკით. გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს უამრავი პრობლემა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ისევ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20 %. აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს აქ მოვედით საქართველოს მთელი დიპლომატიური კორპუსი. მოგეხსენებათ, თბილისში ტარდება ამბასადორიალი და ჩვენი ყველა ელჩი ამჟამად იმყოფება თბილისში. მათი და ჩემი დიდი სურვილი იყო , რომ პატივი მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისათვის, კიდევ ერთხელ გამოგვეცხადებინა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებისათვის და გვეთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა ვეღარ იგრძნონ ამ ომის ტკივილი“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც. საქართველოს საელჩოების ინიციატივით 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით იგეგმება საინფორმაციო მასალების გამოქვეყნება საერთაშორისო მედია საშუალებებში. ასევე გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42