„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იმერეთის სამხარეო ორგანიზაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 14:00 საათზე ყრილობის მოსამზადებელ კონფერენციას გამართავს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრმა გოჩა ჯოჯუამ აცნობა.
მისი ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის საკითხი.
„ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იმერეთის სამხარეო ორგანიზაცია მართავს კონფერენციას ყრილობის მოსამზადებლად. კონფერენციაზე შეფასდება არაუფლებამოსილი პირების მიერ ორგანიზებული ყრილობა, რომელიც 6 მაისს ჩატარდა და სადაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო ბურჯანაძე“, - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისის ყრილობაზე ნინო ბურჯანაძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის ლიდერები ამბობენ, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ 6 მაისს მოწვეულ ყრილობას არ ესწრებოდა ,,ქდმ“-ს დელეგატების უდიდესი უმრავლესობა, ვისაც, მათივე განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის ბედი უნდა გადაეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






