საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
მაია ფანჯიკიძე კარლ ბილდტის განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.
„ერთის მხრივ, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და მეორეს მხრივ, არ შეიძლება, რომ მიმდინარე პროცესს მიანიჭო ასეთი ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესებს, რომელიც არავინ არ იცის როგორ დამთავრდება, უკვე ანიჭებს კვალიფიკაციას, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და თუ გნებავთ მთელ პროცესზე. ჩვენი ამოცანაა, რომ არანაირი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა.
კარლ ბილდტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას შურისძიებისთვის იყენებს.
"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერს ბილდტი.
მასალის გამოყენების პირობები






