აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვაზტანგ ყოლბაია, არასამთავრობოების მოთხოვნას მის გადაყენებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებს.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები გამორიცხული და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსტიტუციაში აღნიშნული საკითხის გადახედვას ურჩევს.
„ყველაფერს სჭირდება ფაქტები და კონკრეტილი გვარები. გადაყენებას სჭირდება საფუძველი. არსებობს გადაყენების ფორმა და ამ ფორმის შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმან ვისი პრეოგატივაც არის ეს. არასამთავრობოების ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით 24-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელეს სამოქალქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. კონფერენცია საზოგადოებრივი მოძრაობა „დაბრუნების“ ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არაქმედითუნარიანია და დევნილი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად არჩევნების ჩატარება აუციელებლია.
მასალის გამოყენების პირობები






