ოთარ დანელია ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:27, 06 Aug, 2014     1529

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - ამბასადორიალი 2014 - სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიტყვით გამოვიდა.

საკუთარ გამოსვლაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და მიზნობრივი განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის მნიშვნელოვანი ზრდა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, რეფორმები გატარდება კომპლექსურად, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის სფეროში. იმისათვის, რომ მოხდეს თავისუფალი სავაჭრო სივრცის სრულყოფილი ამოქმედება, საქართველომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე. ამისათვის მოხდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიღება, რომლის მიხედვითაც ორი მხარე აქტიურ დიალოგში იქნება ერთმანეთთან ჩართული DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელდა სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის გადახედვა. პრიორიტეტების გათვალისწინებით მომზად და პროგრამის პროექტი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

„ასოცირების ხელმოწერის ფარგლებში მნიშვნელოვანია ჩვენი მეგაბარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპული სტანდარტების დანერგვა. შესაბამისად, ამბასადორიალზე საუბარი იყო ყველა პრობლემატურ თემაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42