საპარლამენტო უმრვალესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
„სულ ველოდები მის შეშფოთებას. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ შეაგვიანდა, არადა ჩემს წინა სტატუსებში უკვე მოხსენიებული მყავდა. შეშფოთებისთვის პრიზი ხომ არ დავაწესოთ? გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშით ვერ შესფოთდა ნეტა. წაკითხული არ ექნება ალბათ, ეს მხილოდ სათაურებს კითხულობს და ისე შფოთდება“, - წერს სესიაშვილი.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა.
კარლ ბილდტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას შურისძიებისთვის იყენებს.
"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერს ბილდტი.
მასალის გამოყენების პირობები






