ჯემალ გამახარია: აფხაზეთის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ ბრალდებები სრული ცილისწამებაა
პოლიტიკა - 17:23, 06 Aug, 2014     1883

დღეს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ კონფერენცია გამართეს, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა ,,დაბრუნება“. კონფერენციაზე აფხაზეთის ა/რ/ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით დათხოვნა და ახალი არჩევნების ჩატარება განიხილეს, ამასთან საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო გამოწვევებს.

კონფერენციაზე აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მუშაობას, მათი თქმით, აღნიშნული ორგანო არის უუნარო და ის არ გამოხატავს დევნილი მოსახლეობის ინტერესებს. კონფერენციის მონაწილეთა განმარტებით, უმაღლეს საბჭოში არდგილი აქვს კორუფციას, ნეპოტიზმს და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელტან განცხადებით, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც დევნილი მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებები, რუსული პოლიტიკის მიზნების თანხვედრია.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ კომენტარი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ გააკეთა:

„ამ ადამიანებისგან ეს პირველად არ გვესმის, ისინი არიან ჩასაფრბული ადამიანები, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და სრული ცილისწამება. რა კორუფციაზე შეიძლება იყოს საუბარი? რომელ რუსულ პოლიტიკაზე შეიძლება იყოს საუბარი? ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის დეოკუპაციისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ეს ადამიანები არიან ჩასაფრებულები და დიდიხანია იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ.

ზოგოერთი მათგანი თავად იბრძოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ისინი ცდილობენ რაღაც აქციებით, ასეთი გზებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ აქვთ უფლება ტყუილიც თქვან, როგორც ყოველთვის ამბობდნენ, იმიტომ, რომ სიმართლე არ გააჩნიათ, ბატონი პატარაია, ბატონი ხუბუა, რომელსაც გუშინ თავმჯდომარეობა უნდოდა, გუშინწინ ცოლის თავმჯდომარეობა უნდოდა, როდესაც არ გამოუვიდათ, შემდეგ დაიწყეს ეს ოპოზიციონერობა. პოლიტიკურად რა პოლზიცია აქვთ თავად არ იციან. სრულიად დაბნეული ადამიანები არიან, რომლებსაც არავითარი პოზიტიური პლატფორმა არ გააჩნიათ, ჩვენ ვეძებთ რაიმე შემოთავაზებას, წინადადებას, ვცდილობთ ასეთ რაიმეს ყურადღება მივაქციოთ და მისი რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ვინც ერთი წელია ამტკიცებს, რომ ყოლბაიას ხელისუფლება არის უკანონო და რომ უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ამ ადამიანებმა ეს სასამართლოში გაასაჩივრეს, სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი სარჩელი განხილვის ღირსიც არ არის, როგორც არამოტივირებული და აბდაუბდა, სასამართლომ სცნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ძველი მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, სავსებით კანონიერია.

საჭიროზე ბევრად მეტი ხმა იყო და ამ ბევრად მეტშიც არის ქალბატონ ოლგას ხმაც, მაგრამ როდესაც ჩვენ რაღაც ასლის ასლი მოვიტანეთ, რომ მას შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ჩვენ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, პროცედურულად ჩვენ არ შეგვეძლო, რომ მისთვის მოგვეხსნა უფლებამოსილება, ამ ქალბატონს დღემდე არ მიუღია შეტყობინება, რომ მას შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ ორჯერ გავგზავნეთ თხოვნა, ქალბატონმა ოლგამ მიმართა თხოვნით ახალ პრეზიდენტს და თუ სიმართლე იყო, აღედგინათ მისთვის მოქალაქეობა, შედეგად მას ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა. ეს ქალი არის საქართველოში დაბადებული და საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი. ეს იშვიათობაა რუსი ქალბატონი, რომელიც იცავდა საქართველოს. ეს არის მათი სირცხვილი, რომ მას ებრძვიან.

ძველმა ხელისუფლებამ მიმართა პრეზიდენტს, რომ ამ ქალბატონს როცა მოუხსნით უფლებამოსილებას, იქნებ ჩვენ არ გადაგვაყენოთო.

სამარცხვინოა, როდესაც სალაპარაკო მეტი არ აქვთ, რა უნდა თქვან მეტი? სრული სიცრუეა ის, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება ჩვენს უკან დგას“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42