ბაჩუკი ქარდავა: საჭიროა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფრო მოქნილი სტრუქტურა იყოს
პოლიტიკა - 17:25, 06 Aug, 2014     1608
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელეს სამოქალქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. კონფერენცია საზოგადოებრივი მოძრაობა „დაბრუნების“ ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არაქმედითუნარიანია და დევნილი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად არჩევნების ჩატარება აუციელებლია.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დღეს მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დღეს არის ამ ტიპის შეკრება, როცა შევეცდებით, რომ მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა, ამ ერთი იდეის გარშემო გავერთიანდებით.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში, ამ ადამიანების არგუმენტი არის მნიშვნელოვანი და მისაღები, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, შეიცვალა რეალობა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.

ამდენად ამ დევნილი მოსახლეობის აზრის გამომხატველი უნდა იყოს ის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც აირჩევენ ის ადმიანები, რომლებიც ამ ტერიტორიიდან არიან დევნილები, მე მიმაჩნია, რომ ეს არის მისაღები წინადადება და შევეცდებით, რომ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კოორდინირებულად ერთად ვიმუშაოთ. აქ არ არის მოთხოვნა ვინმეს წინაშე, ჩვენ ვაყენებთ საკითხს საზოგაოდების წინაშე, რომელიც მომწიფებულია უკვე, ჩამყაყებული სტრუქტურებიდან უნდა მოვახდინოთ რეალურ, უფრო მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურაზე გადასვლა.

როცა საუბარია აფხაზეთის უზენაეს საბჭოზე და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ძირძველი მიწებიდან წამოვიდა და ცხოვრობს დანარჩენ საქართველოში, მათი პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საჭიროა უფრო მოქნილი სტურქტურების აშენება, ან განახლება მაინც პიროვნებების დონეზე. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოება ჩვენ ხედვას, რომ საჭიროა ჩატარდეს იმ რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენილობით დონეზე არჩევნები“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42