აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელეს სამოქალქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. კონფერენცია საზოგადოებრივი მოძრაობა „დაბრუნების“ ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არაქმედითუნარიანია და დევნილი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად არჩევნების ჩატარება აუციელებლია.
ამ მოსაზრებას იზიარებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუაც, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ გახდება შესაძლებელი:
მალხაზ პატარაია, მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე, კონფერენციის ორგანიზატორი:
„ის რაც ხდება აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში არის მიუღებელი, ადგილი აქვს კორუფციას, ნეპოტიზმს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ერთი რომ ვახტანგ ყოლბაიამ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებით გაავსო იქაურობა, გარდა ამისა, მისი დანიშვნა არის უკანონო, რამდენადაც ჯერ ერთი არ შეესაბამება თავისუფლების ქარტიით დადგენილ სტანდარტებს, იმიტომ, რომ ის არის გალის რაიკომის მდივანი და დარღვეულია მთელი რიგი სხვა პროცედურული ნორმები, კერძოდ ავტონომიის ხელმძღვანელი უნდა შეთანხმებულიყო პრეზიდენტთან თავის დროზე, ამაზე პრეზიდენტმა უარი თქვა, მიუხედვად ამისა, დეპუტატებმა მოაწყვეს ჯანყი და ჰყავთ არჩეული ვახტანგ ყოლბაია.
ამასთან ერთად, მათი რუსეთუმე განცხადებები ძალიან მომრავლდა, მაგალითად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა ასეთ განცხადება, რუსეთის მიმართ, რომ შეგვიყვანონ აფხაზეთში და შევდივართ რუსეთში, შემდეგ ის, რომ შეიძლება თურმე ვილაპარაკოთ ფულზე, ჯარზე, პასპორტებზე... აფხაზეთის ფულზე და ჯარზეა საუბარი... რომ საერთოდ კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და გავხადოთ აფხაზეთის გამოყოფის საკითხი სარეფერენდუმო საკითხად, არადა კონსტიტუციაში გვიწერია, რომ განუყოფელია აფხაზეთი საქართველოსგან და ამათ უნდა დააფიქსირონ, რომ დაყოფადია პრაქტიკულად და თეორიულადაც.
და ბოლო პრეცედენტი იყო, როცა აფხაზეთის სახელისუფლო სტრუქტურებმა ,,ექსპერტ" არეშიძესან ერთად განიზრახეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ,,სპეციდეის" (როგორც არეშიძე თავად უწოდებს) პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში და ჩვენ მოგვიწია იქ სერიოზული ჩარევა ამ უმსგავსობის აღსაკვეთად. ჩვენი მოთხოვნა არის მარტივი, საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, არაოკუპირებულ ნაწილში თბილისში ფუნქციონირებს აფხაზეთის ხელისუფლება, სამივე შტო - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. არის აფხაზეთის ამომრჩეველი, რომლის 70%-ზე მეტი არის აფხაზეთის გარეთ დანარჩენ საქართველოში. თუ არის ამომრჩეველი და არსებობს წარმომადგენლობითი ორგანო, მაშინ ამ ამომრჩეველმა აირჩიოს. ჩვენ გვინდა, რომ უმაღლესი საბჭო იყოს რეალურად და არ იყოს დაკონსერვებულ მდგომარეობაში და განახორციელოს თავისი ფუნქციები. ის იყოს აფხაზეთის სიმბოლო, სუვერენიტეტის და იურისდიქციის სიმბოლო, დაიცვას დევნილი მოსახლეობის ინტერესები, წარმოადგინოს გენოციდის, ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და გარდა ამისა, შეიქმნას პირობები, რომ განახლდეს სამოხელო პოლიტიკური ფენა, ხომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დავბრუნდებით ვინ უნდა მართოს აფხაზეთი, დღესდღეისობით ეს არის დარჩენილი 25 წლის წინანდელის დონეზე, ახალი თაობა წამოვიდა და ეს თაობა, რომელიც არის განათლებული, დაკავებული უნდა იყოს სწორედ აფხაზეთის პრობლემატიკით, ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ამ სტრუქტურებში, რომელსაც აქვს 14 მილიონიანი ბიუჯეტი, მათ აქვთ სასშტატო ადგილი 2000 და წარმოიდგინეთ რომ ეს რესურსი იყოს ჩართული დევნილთა საკითხებში, ეს არის დიდი რესურსი და ქვეყნის ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული ამ სტრუქტურის განახლებით“
თამაზ ხუბუა: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
„დღევანდელი ღონისძიება ძალიან კარგია იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ, არის თუ არა ლეგიტიმური ის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც აფხაზეთის მთავრობის მისამართით ისმის, მთავრობას ვუკავშირებ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არაკონსტიტუციური და პროცედურული დარღვევების მეშვეობით შესაძლებელი ხდება აფხაზეთის მთავრობას ჰყავდეს არალეგიტიმური თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არსებობს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს ამომრჩეველში იწვევს გაღიზიანებას.
არჩევნების ჩატარების საკითხი მიმაჩნია, რომ სწორია და არის ამის მოთხოვნა, ახალი ქართული პოლიტიკური რეალობაა საქართველოში და აფხაზრთის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ადამიანებით, რომლებსაც გააჩნიათ პოლიტიკური ნებელობა. აქ არაფერი არ არის გასაღიზიანებელი, ჩვენ გვაქვს დევნილობაში ჩვენი ორგანო და არსებობს ამომრჩეველთა ნება, რომ არჩევნები ჩატარდეს და მოვიდეს ახალი მმართველობა.
მე თავს ვიკავებ ყოლბაიას მმართველობის შეფასებისგან, რადგანაც მიმაჩნია, რომ ის კონსტიტუციის საწინაამდეგო ქმედებებით არის დანიშნული და ამას ხელი შეუწყო უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ხუბუა
რაც შეეხება ყოლბაიას მიერ არჩევნების გაყალბებას, ხუბუა ამბობს, რომ ამას ჰქონდა ადგილი.
„იმ მომენტში როცა ხდებოდა თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა, ქალბატონი ნაგანინა არ გახლდათ საქართველოს მოქალაქე, როგორც ეს შემდგომში გაირკვა და ის მონაწილეობას ღებულბოდა ამ პროცესში, ეს არის კონსტიტუციის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევა. ამას თან სდევდა ის, რომ ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო დარღვევებს, აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანს ხელფასი ეძლეოდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატის რანგში და მან თავადაც დაუშვა შეცდომა რომ არ განაცხადა ამის თაობაზე და შეცდომაში შეიყვანა ხელმძღვანელობა, რომ ამ საფინანსო დოკუმენტზე ხელია მოწერილი.
აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობის საკითხს, რომელსაც იოტისოდენა ჩრდილი არ უნდა მიადგეს, ეს არის ლეგიტიმური ორგანო და საქართველოს პარლამენტთან, დამატებით კონსულტანტებთან და ექსპერტებთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების ჩატარების სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობები, აქ მათავრია ამომრჩევლების ნება და მგონია, რომ წინააღმდეგობები არ იქნება“
"რეფორმების და განვითარების საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრის" წარმომადგენელი დავით ზაქარაია:
„ქალბატონი ოლგა ნაგანინა ბრძანდებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ის დენილობაში იმყოფებოდა რუსეთში, მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. როცა ის დაჭირდა უმაღლეს საბჭოს ბატონ ვახტან ყოლბაიას დასანიშნად, სპეციალურად იქნა ჩამოყავანლი და მას დართეს ნება რომ მიეღო მონაწილეობა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც უნდა გასულიყო ყოლბაიას საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მას პრეზიდენტის ბრძანებით შეწჰყვეტილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, ანუ მას არ ჰქონდა არანაირი უფლებამოსიელბა, რომ მას ხმა მიეცა, მიუხედავად ამისა, სწორედ მისი ხმით გადაწყდა ყოლბაიას უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარედ დანიშვნა. საქართელოს მოქალაეობის დაკარგვასთან ერთად მას უწყდება დეპუტატის უფლებამოსაილება, მუიხედავად ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ელგუჯა გვაზავამ არანაირი კანონით დადგენილი ნორმები არ განახორციელა და არ შეუჩერა ოლგა ნაგანინას დეპუტატის სტატუსი, დამალა ე ფაქტი და დააღღვია კანონი და გადაარჭარვა უფლებამოსილებას, ნაგანინას არ აქვს უფლება მონაწილეობსდეს საკამონმდებლო ორგანოს მუშაობაში, მიუხედავად ამისა, ის იღებს მონაწილეობას სავჭოს მუშაობაში და იღებს სახელფასო სარგოს. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეესწავლათ აღნიშნული ფაქტი და დღეს მოვითხოვთ, რომ ეს საკთხი იყოს კანონის ფარგლებში შესწავლილი და ქალბატონ ნაგანინას შეუწყდეს დეპუტატის მანდატი და იმ პერიოდში, როცა მისი მონაწილეობით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტულება ცნობილი იქნეს უკანონოდ“
მასალის გამოყენების პირობები






