პრემიერმა ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა
პოლიტიკა - 15:40, 06 Aug, 2014     1740

აქ შენდება ოლიმპიური სტანდარტის აუზი, რომელიც საქართველოში დღემდე არ არსებობდა, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსოფლიო დონის ჩემპიონატის გამართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობების დათვალიერების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი თანამედროვე სტანდარტების კომპლექსებითა და ინფრასტრუქტურით შეხვდება, რომლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდება, - მშენებარე ობიექტები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური წერეთლის გამზირზე, მძლეოსნობის სასახლესა და დიღომში, ე.წ. „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც 28 ჰექტარზე სპორტის 4 სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპორტული მოედანი და ოლიმპიური სტანდარტების აუზი შენდება.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არასოდეს ჩატარებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

„მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა ძალიან ბევრი სტუმარი. ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს ტერიტორია, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, გახდება „ახალი თბილისი", დედაქალაქს კი ახალი უბანი ექნება. ამავდროულად, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება იზრდება. აქ იქნება სერიოზული სპორტული ბაზა, მოვამზადებთ ჩემპიონებს და ასევე შენდება ოლიმპიური სტანდარტების აუზი, რომელიც საქართველოში არ არსებობდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად გაეცნო.

ოლიმპიური ფესტივალისთვის შენდება 6 ახალი და რემონტდება 3 არსებული სპორტული ობიექტი; მათ შორის - მძლეოსნობის სტადიონი, ფრენბურთის სასახლე, ტანვარჯიშის სასახლე, აუზი, ტყორცნების მოედანი, ახალი კორტები, ძიუდოს და კალათბურთის სასახლეები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიურ სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დათვალიერებისას განაცხადა, რომ ჩინურ კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან" დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ შეძენილი ბინები დევნილებს გადაეცემათ.

პრემიერის განცხადებით, ეს არის ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ძალიან საინტერესო ინვესტიცია.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის თანახმად 17 კორპუსი აშენდება, საიდანაც 9 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტუმრების დაბინავებას უზრუნველყოფს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას გააჩნია სხვა საინვესტიციო წინადადებებიც და საქართველოში დამატებით ასობით მილიონის ინვესტირებას აპირებს.

როგორც ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის" გენერალურმა მდივანმა ვანგ შენსინიმ ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტა, მშენებლობა 2015 წლის მარტში დასრულდება.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 წლის 25 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სპორტის 9 სახეობაში - ველოსპორტში, ჩოგბურთში, სპორტულ ტანვარჯიშში, ხელბურთში, მძლეოსნობაში, კალათბურთში, ცურვაში, ფრენბურთში და ძიუდოში გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქს 49 ქვეყნის ოლიმპიელი და 10 ათასამდე სტუმარი ეწვევა, მედლებისთვის კი 13-დან 18-წლამდე ასაკის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42