"ნატო-ს სამიტის ძირითადი ნაწილი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას მიეძღვნება"
პოლიტიკა - 13:07, 06 Aug, 2014     1482

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება, სადაც რასმუსენი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს. ალასანიას თქმით, აღნიშნული განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს სამიტის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას მიეძღვნება.

“ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას. აქ საუბარია სამხედრო კუთხით. როგორც იცით, 2015-16 და 2017 წლებში ვართ სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარა სერთიფიცირება. სწორედ ასე შევიტანთ შეიარაღებული ძალები წვლილს ევროატლანტიკური სივრცის დაცვის საკითხში. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთან სამხედრო დაპირისპირება მოხდება“, - განაცხადა ალასანიამ.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ The Financial Times-ში რასმუსენის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ალიანსი ცდილობდა კარგი ურთიერთობა დაემყარებინა მოსკოვთან, რუსეთის პასუხი კი იყო კანონების უგულებელყოფა და კონფლიქტების გაღვივება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42