პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ შესახებ:
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმობა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გლობალური ფონდის მხარდაჭერით გამხორციელებული პროექტის ”ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ქალთა უფლებების დაცვის სფეროში” შედეგების წარდგენასა და შრომის კოდექსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას.
მისამართი: სასტუმრო ,,თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ. 13
მასალის გამოყენების პირობები






