ოთარ დანელია აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა
პოლიტიკა - 18:37, 05 Aug, 2014     1514
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარეს, ვალერი ბასარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრიგანიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამყოფი ხაზის (მდინარე ენგურის) მიმდებარე სოფლებში (გალის, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონების) მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკის განხილვას. „დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 000-ზე მეტი დევნილია. დევნილი მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არის ჩართული“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრაზე.

„მზად ვართ უზრუნველვყოთ დევნილების მაქსიმალური ჩართულობა ყველა იმ პროექტში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას თქმით, დევნილი მოსახლეობა წარმოადგენს იმ სეგმენტს, რომელთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კოორდინირებულად იმუშავებენ დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ეფექტიანად განხორციელებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42