ახალგორელები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე ახალგორისკენ გადაადგილებას მხოლოდ სპეციალური საშვით ან ოსური პასპორტით ახერხებენ.
მიუხედავად იმისა რომ ახალგორის რაიონზე ქართული სახელმწიფო იურისდიქცია ვერ ვრცელდება, აქ მოსახლეობის 80% ქართველია. ამჟამად საშვი დაახლოებით 3 ათას პირს ექნება აღებული და თითქმის ამდენივე მისი აღების მოლოდინშია. საშვს ვადა დეკემბრის ბოლოს გასდის ,ახალგორის მოსახლეობა 2015 წლიდან ოსური პასპორტის აღების აუცილებლობაზე საუბრობს.
ოსური პასპორტის აღების მსურველთა რიცხვი ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, ოსური მილიციის საპასპორტო განყოფილებაში ხდება ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩაბარება. ძირითადი მოტივი მაღალი ხელფასი, პენსია და საგზაო შეუზღუდაობაა.
ახალგორელებს დეკემბრის შემდეგ არჩევანის გაკეთება მოუწევთ - ან ახალგორი -ლენინგორი-ცხინვალი ან წეროვანი-თბილისი.
„თქვენი ახალგორი აქ აღარ არის, ეს ლენინგორია და თუ გინდათ იცხოვრეთ, თუ არა სადაც გინდათ, წადითო...რა წყალში გადავვარდეთ, არ ვიცი, მაგრამ აქ რომ ხელფასი მაქვს, იქ იმდენს ვინ მომცემს?! ან სამსახურს ვიშოვი საერთოდ?!“- აცხადებს ახალგორის მკვიდრი ჟურნალისტთან საუბრისას.
მომზადებულია გაზეთ ,,რეზონანსის“ მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






