ლევან გაჩეჩილაძის 3 მილიონი და გარიგება სააკაშვილთან - ელისო კილაძე დეტალებს ჰყვება
პოლიტიკა - 15:14, 05 Aug, 2014     10460
„ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების დროს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მომხდარ გარიგებაზე საუბრობს. როგორც კილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს, გაჩეჩილაძემ ამ გარიგების დროს 3 მილიონი აიღო.

„პირველად თვალებში მაშინ შევხედე სიმართლეს, როცა პატარკაციშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, 18 მილიონი დოლარით დაფინანსებული ოპოზიცია მოულოდნელად გაემიჯნა მას და მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა. ვგულისხმობ დავით გამყრელიძეს რომელის პირველი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონი ჩართვის განცხადებას. სააკაშვილთან გარიგებაში შევიდა ლევან გაჩეჩილაძე. მართალია, თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილმა ლევან გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტებას მხარი დაუჭირა, მაგრამ გარანტიისთვის პრემიერად მისი კანდიდატურის დასახელება მოითხოვა. ამ საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც დღეს პატარკაციშვილის ჭირისუფლებად გვევლინებიან, კატეგორიული უარი მიიღო. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ბადრი პატარკაციშვილის არსებობა ჩიხში შეიყვანდა გარიგებას, რაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შედგა“, - აცხადებს ელისო კილაძე.

მისი ინფორმაციით, გაჩეჩილაძე გარანტიების მისაღებად მიხეილ სააკაშვილთან გივი თარგამაძეს და „ზარალას“ მიჰყავდათ.

„თუკი გაჩეჩილაძე იტყვის, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უფრო მეტ დაკონკრეტებას მიიღებს ჩემგან. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძეს ამერიკის მაშინელი ელჩის ჯონ ტეფტის თანდასწრებით უთხრეს, დესტაბილიზაცია საჭირო არ არის, შეეგუეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსო, მან თქვა - იმ თანხას რა ეშველება, რაც დახარჯული მაქვს ამ საარჩევნო კამპანიის დროს?! ციფრიც დაასახელა - 3 მილიონი. ეს თანხა მას მაშინდელი ბანკის მმართველმა და შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გადაურიცხა. უამრავის სხვა დეტალიც არის ცნობილი, რაც ამ გარიგებას ადასტურებს. ის ფაქტიც, რომ ინაოგურაციის დღეს ხალხის მასა პარლამენტისკენ არ დაძრეს, ამ გარიგების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. დღეს რომ ბადრის ჭირისუფლებად გამოდიან, უბრალოდ ამაზრზენია“, - აცხადებს კილაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42