ირაკლი სესიაშვილი: დამთავრდეს დაუსჯელობის სინდრომი ლიდერების მიმართ
პოლიტიკა - 14:22, 05 Aug, 2014     1435

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიდერების მიმართ დაუსჯელობის სინდრომი. ამის შესახებ სესიაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვი გელაშვილის საქმეში ბრალის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა:

“ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც გამოძიება ობიექტურია, ფაქტობრივი გარემოებები მყარია, ხოლო სასამართლო პროცესი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სამართლიანია. გაერო პირდაპირ გვეუბნება - არ მიქაროთ და ვითომდა პოლიტიკური მოტივების არსებობის გამო თვალი არ დახუჭოთ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს დაუსჯელობის სინდრომი ლიდერების მიმართ.

მე ამას ბოლომდე ვიზიარებ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეკითხები - ხვალ რომ მათი ოფისი ან „რუსთავი 2“ დაარბიოს სპეცრაზმმა, მოითხოვენ თუ არა ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას?! რა თქმა უნდა, მოითხოვენ და მართლებიც იქნებიან. ჩვენ სხვას არაფერს ვაკეთებთ. სააკაშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი წყდებოდა, მაგრამ როგორც სამართლებრივ ქვეყანას, მოგვეთხოვება, ყველა ბრალი დავამტკიცოთ მყარი მტკიცებულებებით. ოპოზიცია, ხელისუფლებაში ყოფნისას თავად პოლიტიკური მოტივებით დევნიდა მოქალაქეებს და იგივე სტილი უნდა, მიანიჭოს ჩვენს მმართველობასაც. ამავდროულად, ისინი ფიქრობენ, რომ თუ მტრის ხატის ირგვლივ გაერთიანდებიან და ხშირად ახსენებენ პუტინს, ჰგონიათ, რომ ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს. მაინტერესებს, სააკაშვილს პუტინმა დაავალა იმედის დარბევა? 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ორგანიზება, ციხეებში წამება, გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობები?!

თუ დაავალა, მაშინ ვიფიქრებთ, რომ პუტინს ჰქონია გავლენა იმ დანაშაულებზე, რის გამოც სააკაშვილს თავშესაფრის ძიება უწევს სხვადასხვა ქვეყნებში. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დღეს გვესმის წუწუნი, ეს ემყარება მხოლოდ ერთ მიზანს - თვითგადარჩენას. მათ იციან, რომ თუ სააკაშვილის გარშემო არ გაერთიანდებიან, მათაც მოუწევთ იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც გამოიხატებოდა ამგვარი დანაშაულების ჩადენაში”, - განაცხადა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42