ფანჩატურში მარწყვსა და ყავაზე - პატარკაციშვილ-ნათელაშვილის საიდუმლო საუბრები
პოლიტიკა - 13:43, 05 Aug, 2014     17652
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. „ქრონიკა +“-სთან საუბრისას ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პატარკაციშვილის ჩამოსვლისთანავე მასსა და ივანიშვილს შორის ბრძოლა დაიწყო:

„დაახლოებით 2002 წელს, მოსკოვიდან ჩამოვიდა ბადრი პატარკაციშვილი და პირველად მე შემხვდა. ჩვენი საერთო მეგობარია გიორგაძე, მის სახლში, საბურთალოზე შევხვდით და ეს მოხდა მისი ინიციატივით. ბადრი ჭკვიანი კაცი იყო და მარტო რომ ვერაფერს გააკეთებდა და პოლიტიკური ძალები უნდა დაეყენებინა გვერდით, კარგად იცოდა. მისმა ჩამოსვლამ ივანიშვილს, სააკაშვილს, ცხონებულ ჟვანიას, ბურჯანაძეს, ცხონებულ ეროსის თავზარი დასცა, რადგან ეს იყო ერთი გუნდი, რომელიც იმ დროს ემზადებოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად ივანიშვილის ფულით. როგორია, გამოჩნდა ოლიგარქი, არანაკლები ფულით, მეტით თუ არა, დიდი კავშირებით, მათ შორის, ჩვენს მოძმე ებრაელ სამყაროსთან?! ეს იყო სერიოზული ამბავი! ბადრის ჩამოსვლისთანავე დაიწყო ივანიშვილ-პატარკაციშვილს შორის ბრძოლა.

მარტო შემხვდა, მისი წინადადება იყო ასეთი: შეგვექმნა კოალიციური მთავრობა, მაგრამ ამისათვის მე უნდა გავერთიანებულიყავი „ახალ მემარჯვენეებთან“, რესპუბლიკელებთან და სხვა მემარჯვენე სპექტრის პარტიებთან, რომელთანაც იდეოლოგიურად შეუთავსებლები ვიყავით. ვუთხარი, - ჩემი იდეოლოგია არ არის ის, რომ ოლიგარქები დაინახოს ხალხმა ჩემს გვერდით. თქვენ გაქვთ მემარჯვენე შეხედულებები და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ქვეყანას გამოადგება ეს, მაგრამ აღრევა და სახის დაკარგვა არც მე და არც თქვენ არ გაწყობთ.

პირდაპირ რომ გითხრათ, კოალიციურ პარტიაში მას უნდოდა საკონტროლო პაკეტი, ანუ ფაქტობრივი ლიდერობა.

ბადრიმ 2007 წლის მაისის ბოლოს დამირეკა და მთხოვა, - იქნება, ჩემთან მარწყვზე და ყავაზე ამოიაროო? ეზოში ჰქონდა მოწყობილი ფანჩატური, სადაც მარწყვი და ყავა მოატანინა. აღარ მახსოვს, ყავა არ დავლიე თუ მარწყვი არ შევჭამე და გამეხუმრა, - რა არის, არ მენდობი? ხომ არ გგონია მოგწამლავო?! ვუპასუხე - ასე რომ ვფიქრობდე, აქაც არ მოვიდოდი-მეთქი. მაშინ მითხრა, - ჩვენ შეტევას ვიწყებთ, ფინანსები პარტიები დიდი ექნებათ, რამდენიმე ათეული მილიონია გათვლილი და შენ რას იზამო? - ძალიან უხერხულობაში მაყენებთ, ჩემთვის რესპუბლიკელები და „ნაციონალები“ ერთი და იგივენი არიან, უსუფაშვილის გვერდით ვიქნები თუ სააკაშვილის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურად-მეთქი.

იმ დღეს ბადრიმ ჩემს მანქანამდე ელექტრომობილით მიმიყვანა და მკითხა, - დაცვა გყავსო?. მითხრა, - ამას იმიტომ გეუბნები, რომ დაზვერვაში ჩემი ხალხი მყავს, მათ ფულს ვუხდი და მაწვდიან ინფორმაციას. როგორც ვიცი, ამზადებენ ჩემსა და შენს მოწამვლას და ფრთხილად იყავიო. ამ ორი მიზეზის გამო მიმიწვია იმ დღეს და, ფაქტობრივად, გამაფრთხილა, რაც მაშინ სერიოზულად არ მიმიღია“, - აცხადებს ნათელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42