ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ეხმაურება.
„პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ თქვა, კოდუამ წაიკითხა სტატია სადაც გელაშვილი პრეზიდენტზე ცუდს ამბობდა, გაბრაზდა და სცემაო ( ურა პატრიოტიაო რა, ან სხვა რამეო არ დავწერ აქ) პროკურატურა დღეს ამბობს, უი უი შეგვეშალაო, კი არ წაიკითხა და გაბრაზდაო, მიშამ ვანოსო, ვანომ კოდუასო, კოდუამ სირაძესო, სირაძემ კიდევ ვიღაცეებს დაავალაო. მოკლედ ვალერი გელეშვილი მთელმა ხელისუფლებამ სცემა ერთადო, ე ბიჯო როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა სტატიაზე ბრალის წაყენებევა ვის გაუგია:))) თქვენ და გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? ეგ ცუდია ძაან. სხვებსაც უნდა მოაწევინოთ:) ღორობა ჰქვია მაგას:)“, - წერს ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






