საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე ელჩებთან შეხვედრაზე საკმაოდ არაკორექტული იყო.
“პანელის მიმდინარეობისას მოგვივიდა ცნობა, რომ მანამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ რომ ვთვათ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და თქვა, რომ საქართველოს ელჩები არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ელჩი გაერო-ში ჩურკინი. ეს რომ ჩვენ მანამდე გვცოდნოდა, შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის სესიის წამყვანმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით მოდიოდეს პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. ჯაფარიძემ ეს განცხადება უარყო და ინტერპრეტაცია მედიას დააბრალა”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






