გაზეთ „პრაიმტაიმსა“ და ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება „ფეისბუქზე“ გრძელდება. ჟორჟოლიანი კატეგორიულად მოითხოვს დასახელდეს გაზეთი, რომელიც ირაკლი კოდუამ გააკეთა. ტელეწამყვანნმა „პრაიმტაიმის“ რედაქტორს თამარ გორთამაშვილს „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი დაუტოვა: - „ქალბატონო თამარ!!! დამისახელეთ გაზეთი რომელიც კოდუამ. გააკეთა და წამყვანი ჟურნალისტები რომელიც გადაიყვანა!!! დაასახელე!! ყველაფერს ხო არ უნდა მოაწერო ხელი რასაც დაგიწერენ მანდ?.
თამარ გორთამაშვილი: ნანუკა მე არავინ არაფერს არ მიწერს! მე და ეს გუნდი აკეთებს გაზეთს, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტს აკეთებს. ეს უცხო არავისთვისაა. აქამდე ვერ გაგეცი პასუხი, იმიტომ რომ 224 გმირის ოჯახის წევრი გვყავდა სტუმრად და მათთვის ღონისძიებას ვაკეთებდით... რაც შეეხება თემას, ჩვენს ჟურნალისტებს, ისევე როგორც ყველას, ჰყავთ თავიანთი წყაროები, აქ ჟურნალისტებს სიტყვაში არ ზღუდავენ. თავადაც გაგცემს ჟურნალისტი ამ კითხვაზე პასუხს, დარწმუნებული ვარ...
ნანუკა ჟორჟოლიანი: გმირებზე არავინ გეკითხება!!!!!!!!! დამისახელე რედაქტორმა გაზეთი რომელსაც აფინანდებს კოდუა და მანდ ვინ რას გიწერს!!!! ვინ რა ფსევდონიმით და ვინ და როგორ შექმნა ეგ გაზეთი მე მაინც ვიცი!!! ნამუსი გეყოს მე რომ მაბოლებ ეხლა. თვის ბიუჯეტიც ხო არ დაგიწეროთ??? ან მეტი დეტალი!!!!
რომელი ჟურნალისტი???? რა ჟურნალისტი შუბლზე ძარღვი გააქვს? შსს დან მიპასუხებს!! დავიწყო დეტალების მოყოლა ადრე როგოგ და ვისი საშუალებით იკვრებოდა გაზეთი!!! ან დავდო მიმოწერა ჩემს ყიფილ კოლეგასთან დღეს რომ შსს მუშაობს???? გინდობთ კიდევ და შენც ხვდები ამას!!!! დაწერეთ დროზე რა ქვია გაზეთს რომელსაც კოდუა აფინანსებს!!!!
შენ რატო ეხვევი იმ ქაქში რომელშიც ეგ ტრიაკენს!!! რატო აწერ ხელს მის პოლიტიკურ დაკვეთებს! გგონია დაგიცავს? გგონია გვერდით დაგიდგება? მაგრად ცდები!
თამარ გორთამაშვილი: შსს-დან ვინ მყავს? ყველა ჟურნალისტი ყველასთვის კარგად ცნობილია, რომელიც აქ წერს. არ მესმის რას გულისხმობ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ არ გაქვს დასამალი გაგვიმხილე, როგორც გაზეთის რედაქტორმა რომელ გაზეთებს აფინანსებს კოდუა ირაკლი! თამარ არ გინდა ეხლა ეს ზღაპრებიიი. ერთი გიგიმ არ გაგიკეთათ ეგ გაზეთი, მეორე ნაციონალები არ გიფინანსებდნენ და მესამე გიორგობიანი არ წერს თქვენთან ფსევდონიმით! გგონიათ, რომ ირგვლივ უბრალოდ ყველა ეგეთი დებილია?
ნანუკა ჟორჟოლიანი "პრაიმტაიმს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. „პრაიმტაიმი“ერეკლე კოდუას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში კოდუების ოჯახის ინტერესებზეა საუბარი.


მასალის გამოყენების პირობები






