ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 17:19, 04 Aug, 2014     1803

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე. გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და, რასაკვირველია, წარმატებებს თქვენი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ისე პირად ცხოვრებაში დასახული მიზნების მისაღწევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩემი ქვეყნის უდიდესი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად თქვენ მიმართ იმისათვის, რომ განუხრელად უჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამიმდევრულ დახმარებას სათანადოდ აფასებს ქართველი ერი, ვინაიდან ეს უდიდესი სტიმულია კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მის სწრაფვას სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ. მე სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს ვაშინგტონსა და ჰააგაში და ვიმედოვნებ, რომ ის დიალოგი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემაში და გისურვოთ წარმატება თქვენს ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში. დაე, თქვენი ხედვა იყოს მაგალითი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42