საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერის მოადგილეს კონსტანტინე მარგიშვილის „ფეისბუქის“ სტატუსებით დაინტერესდნენ
“მე მაინტერესებს თქვენი „ფეისბუქის“ პოსტი, რომელიც აგრესიულობითა და მუქარით გამოირჩეოდა, მაინტერესებს ეხლა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - მიმართა უმცირესობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ მარგიშვილს.
“რაც შეეხება „ფეისბუქის“ პოსტს. შეგახსენებთ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეული სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას. ვიზიარებ ამ პოსტს და ვფიქრობ, რომ ვინც ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას შეეცდება, მისი ადგილი ციხეშია“, - განაცხადა მარგიშვილმა.
მარგიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში შემდეგი შინაარსის პოსტო გამოაქვეყნა: -„მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ?!“.
მასალის გამოყენების პირობები






