„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს პასუხობს.
"ეს არსება რომ არ მოვლენილიყო ჩვენ ვერ გავიგებდით რა ცუდია უზრდელი უთავმოყვარეო და მლიქვნელი დეპუტატი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ დედამისმა ფეხმძიმობა არ შეიწყვიტა და ასეთი თავმსუბუქი შვა სამაგალითოდ. ორმაგად სამწუხაროა ის, რომ თურმე ეს ბატონი პარლანეტის საგარეო-პოლიტიკური კომიტეტის შეფია, იმედია საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის დიპლომატიური კორპუსი კიდევ ერთხელ დარწმუნდება თუ რა პირობებში გვიწევს რეჟიმთან ბრძოლა"- აცხადებს ნათელაშვილი.
უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე შალვა ნათელაშვილს „ნაციონალების“ მიერ დასმულ შეურიგებელ ოპოზიციად“ მოიხსენიებს.
,პრემიერ მინისტრად რომ დაპატიჟე ბიძინა ივანიშვილი და სასაცილოდ არ ეყო არავის, მაშინ ბიძინას ფულებზე არ ოცნებობდი? გათახსირებული კაცი ხარ შენ შალკა!!!. მიშას რეალური შნირი ხარ მინიმუმ 15 წელია უკვე... საზოგადოების ხორცმეტი ხარ და სიტყვას ვერ ბედავ მიშას წინააღგმდეგ. შენ იყავი და რჩები ნაცების რეალურად დასმულ " შეურიგებელ ოპოზიციად" . ყოველთვის კარგად გრძნობდი თავს და დღესაც ფუფუნებაში ცხოვრობ. არამზადა და ნაძირალა ხარ, არასდროს გამილანძღიხარ ხმამაღლა, მაგრამ დღეს პირველად და საბოლოოდ ვიტყვი - შენნაირებზე ხომ არაა ნათქვამი, რომ შენს გაჩენას ჯობდა აბორტი გაეკეთებინა დედაშენსო? ბოდიში ჩემს მეგობრებს და ყველას, თავი ვერ შევიკავე..ახლა კი უკვე მეცინება ამ ჯოკერის ბოდვებზე“, - წერს „ფეისბუქზე“ ზვიად კვაჭანტირაძე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






