„მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შტატებში კითხვები და ინტერესი არსებობს, თუმცა ეს საკითხი საყოველთაო ინტერესის საგანი არ არის“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩნა არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ინეტრესებშია, რომ პროცესი მაქსიმალურად მაღალი დემოკრატიული ნორმების დაცვით წარიმართოს.
"ეს თემა ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია გახლავთ, ქვეყანაში საინტერესო პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით - ბოლო ხანებში. შეიცვალა ხელუსუფლება, ჩატარდა რამდენიმე წარმატებული არჩევნები. ყველა გვგულშემატკივრობს, რომ გზა, რომელსაც საქართველო ადგას, ქვეყანამ წარმატებით გაიაროს. ამდაგვარი შეკითხვებით ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და გვირჩევენ, რომ არ დავუშვათ რაიმე ნორმიდან, სტანდარტიდან გადახვევა. ეს არის კითხვები, რომლებსაც სჭირდებათ სათანადო ახსნა-განმარტებას, მათ შორის სათანადო დიპლომატიურ მუშაობას და ეს პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






