მანანა ბერიკაშვილის ხელმეორედ დანიშვნა ივანიშვილის ინიციატივაა - "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა - 14:56, 04 Aug, 2014     1443

„ნაციონალური მოძრაობა“ კულტურის მინისტრის მოადგილედ მანანა ბერიკაშვილის ხელახლა დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს . აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

"ქალბატონმა მანანამ საზოგადოებას თავი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ჩვილი ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით დაამახსოვრა. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ერთად, იმ დროისთვის გურჯაანის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბერიკაშვილმა რაფალიანცის გარდაცვალება უაპელაციოდ დააბრალა პოლიტიკურ ოპონენტებს რათა მის პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიეღოთ. არჩევნების შემდეგ, არაერთგზის გვესმოდა ღარიბაშვილის დაპირებები გამოძიების „პირად კონტროლზე“ აყვანის შესახებ. მოცემული საქმე, სხვა მრავალ საქმესთან ერთად - რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს და რომლებზეც ააგო კიდეც მთავრობამ საკუთარი საქმიანობის მთავარი ფოკუსი - კვლავაც გამოუძიებელია. მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ბერიკაშვილის და ღარიბაშვილის ამაზრზენი ბრალდება იყო სრული სიცრუე, არც ქ-ნ ბერიკაშვილს და არც ბ-ნ ღარიბაშვილს საზოგადოების წინაშე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ.

ამდენად, მანანა ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნება წარმოადგენს მთლიანად საზოგადოების შეურაცხყოფას. ბერიკაშვილის დანიშვნა ასევე წარმოაჩენს ახლადდანიშნული კულტურის მინისტრის უმწეობას პასუხისმგებლობა გაქცეული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატის წინაშე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბერიკაშვილის დანიშვნა სწორედ ივანიშვილის ინიციატივაა. ეს ალბათ ლოგიკურიცაა რადგან 2012 წლის 30 სექტემბრის ღამეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვილი ბავშვის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ბიძინა ივანიშვილის მორალის და პოლიტიკური რენომეს რეალური ანარეკლია“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42