საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება
პოლიტიკა - 13:53, 04 Aug, 2014     1226
დღეს ამერიკაში ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეაზე საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიიდან დელეგაცია გაემგზავრება. გაეროს ასამბლეა წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც გენერალუ შტაბ-ბინაში იმართება და ესწრებიან დელეგაციები გაეროს ყველა წევრი ქვეყნიდან.

გენერალურ ასამბლეაში სპეციალური მოწვევით იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და აკადემიკოსები, რომლებიც შეიმუშავებენ რეზოლუციებს და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს სხვადასხვა სფეროში. ქართული მხრიდან დელეგაციაში შედიან ოფიციალური პირები საჯარო სექტორიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დელეგაცია საქართველოში გაეროს მიერ ოფიციალური ექსკლუზიური უფლების მინიჭების საფუძველზე საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიამ შეადგინა.

როგორც აკადემიის დამფუძნებელი - თეონა ლავრელაშვილი აცხადებს - „ძალიან სასიხარულოა, რომ გაეროს საქართველოს დელეგაცია დიდი შემადგენლობით ესტუმრება, რომელიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ყველა სესიასა და შეხვედრაში. ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ხაზგასმას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ ჩვენებას, რომ საქართველოს ერთიანობის იდეა ჩვენი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

დიპლომატიური მისია ამერიკაში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დელეგაციას უმასპინძლებენ ვაშინგტონში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გაიმართება ოფიციალური შეხვედრები და დაიგეგმება მომავალი თანამშრომლობის გეგმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42