ევროკავშირისა და რიგი სახელმწიფოების შეშფოთება ექს-პრეზიდენტისთვის ბრალი წარდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირთან დაახლოებაზე ვერ იმოქმედებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩატარდება.
“ჩვენ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნება და კანონის უზენესობის პრინციპები იქნება დაცული, ამ შემთხვევაში, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის...სპეკულაციები იმაზე, რომ თითქოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო, სრული აბსურდია. ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი”, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






