“საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკურ დევნასთან არ არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების ყველა წევრი უნდა დარწმუნდეს, რომ არცერთი მაღალჩინოსნის მიმართ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება.
„უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროკურატურის პოზიცია, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქის, ყველა სახელმწიფო მოღვაწის პოზიცია, რომ არაფრის დიდებით არ განხორციელდეს არანაირი პოლიტიკური დევნა. ამასთან დაკავშირებით, მე ვიქნები ჩართული ამ პროცესებში და მუდმივად შევეცდები, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გავაკეთო ის, რომ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყოფნის მიღწევებზე არ იქნეს ჩრდილი მიყენებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






