შარმანაშვილის თქმით, ეს არის ურთულესი რეგიონი და საერთაშორისო საზოგადოებამ სწორედ ამიტომ გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება, რომ შეტაკებებმა მასშტაბური ხასიათი არ მიიღოს
,,სამწუხაროდ, ის რაც ხდება ახალი არ არის. თქვენამდე არ მოდის ინფორმაცია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები გაამახვილებენ ყურადრებას, მაშინ ხდება ამაზე ყურადღების მიქცევა. ურთულესი რეგიონია, კონფლიქტის კერაა, 20 წელზე მეტია რაც კონფლიქტი მიმდინარეობს და თუ არ გამოიძებნა გზები, ასეთი შეტაკებები, სამწუხაროდ, გაგრძელდება. მაგრამ ყოველთვის გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს გზები გამოიძებნება. ორივე მხარეს ძალიან დიდი რაოდენობით აქვს იარაღი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რაიმე სერიოზული დაიწყოს, რადგან ეს აღარ არის 90-იანი წლების შეტაკებები, იქნება გაცილებით უფრო მასშტაბური და მსხვერპლიანი. ამიტომ გამოიჩინა საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა სიტუაციის გართულებას, შარმანაშვილი ვარაუდობს, რომ მეტი გართულება მოსალოდნელი არ არის, ,,რადგან საერთაშორისო ორგნიზაიცებმა მეტი ყურადღება გამოიჩინეს“.
მასალის გამოყენების პირობები






