საქართველოს ექს-პრეზიდენტის შემდეგ შესაძლოა ბრალი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას წარედგინოს. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, უშიშროების საბჭოს მიმართ კითხვები არსებობს.
„უშიშროების საბჭოს მიმართ არსებობს კითხვები, სად და ვისთან მიდიოდა ეს მილიონები? ვისთვის იხარჯებოდა და რა მიზნით იხარჯებოდა უზარმაზარი თანხები, ეს გამოძიების საქმეა და ცხადის, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს“, - აცხადებს ეკა ბესელია.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას, ბესელიას თქმით, ამ შემთვევაში გამოჩნდება, რომ ეს ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდო ხელში.
„რუსთავი 2-ს დღესაც ძველი ხელისუფლება აკონტროლებს და თუ გამოძიება ჩატარდება, გამოჩნდება, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა.. რაც შეეხება სააკაშვილის ბრალდებას, მისი მხარდანჭერნი არიან ის ლობისტური კომპანიები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მილიონები იხარჯებოდა წლების განმავლობაში. დანარჩენ სამყაროს სააკაშვილი არ აინტერესებს და ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ახლა მთელი მსოფლიო სააკაშვილის ბრალდების გამო გლოვობს“ , - აცხადებს ბესელია.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






