„მე პროკურორი ვარ და საქმეებს ვერ დავაანონსებ“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, რომელმაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა.
მისი თქმით, სასიხარულო ფაქტი არ არის, როდესაც ქვეტნის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წარუდგენენ და პატიმრობას დაუსწრებლად შეუფარდებენ.
„როცა საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას, განსაკუთრებული სიფრთხილე და კანონის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. ასეთ ვითარებაში მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარად დადასტურებული და ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი. საქართველოს პროკურატურა გარკვეული პერიოდის მანძილზე აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის ფაქტების შესახებ... მე შემიძლია განვაცხადო კატეგორიულად, რომ გამოძიება ყველა ცნობილ და გაზმაურებულ საქმეზე მიმდინარეობს და თუ სააკაშვილის, ადეიშვილის და კზერაშვილის მიმართ გამოვლინდება დამატებითი არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა ყველა წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“ , - აცხადებს ნადარეიშვილი.
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნის გამოცხადებას, ნადარეიშვილის თქმით, აღნიშნულ პროცედურას ორი კვირა დასჭირდება.
„როგორც კი განჩინებას ავიღებთ, მას ვთარგმნით, ძებნის გადაწყვეტილებას მივიღებთ და დავალებას შესაბამის ორგანოებს გადსავცემთ. აქედან გამომდინარე, სააკაშვილზე, კეზერაშვილზე და ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“, - აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას ირაკლი ნადარეიშვილი.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






