,,არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ აქვთ, შეგვიძლია დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, სადაც სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო პოლიტკურად მოტივირებული და რომ პროკურატურა ცდილობდა მოწმეების მანიპულირებით შეეთითხნათ საქმე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, საქმეში მთავარი მოწმე არის ნინო ბურჯანაძე, ,,კურიოზული არის ის, რომ ჯერ ბრალი გამოიტანა სასამართლომ და მერე დაკითხა ნინო ბურჯანაძე. მანამდე ა სებული ჩვენებებით არცერთი მოწმე სააკაშვილის გადაწყვეტილებებზე არ საუბრობს. მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ჩვენები იყო რაღაც განზრახვებზე. ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილმა პატარკაციშვლის მოკვლა შეუკვათა, თუმცა როგორც სჩანს ეს დამაჯერებლად არ მიიღო გამოძიებამ. ნინო ბურჯანაძის ცნობილი გამოსვლა გვახსოვს, რომ სახელმწიფომ საფრთხე არიდან და ეხლა როგორც სჩანს პუტინთან აუდიენციის შემდეგ შეიცვალა პოზიცია, კიდევ ერთი ,,სანდო“ მოწმე რომელიც ჰყავს პროკურატურას ეს არის ჩხარტიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიბარა და გაანდო იმედთან დაკავშირებით რაღაც ზრახვები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






