,,მე თავადაც გახლდით ამაში ჩართული იმ გაგებით, რომ ვაწარმოებდი მოლაპარაკებას ინგლისის მხარესთან ამ ოპერაციის ირგვლივ, მე ნანახი მაქვს ამ საუბრის სრული ჩანაწერი და გიდასტურებთ რომ ეს იყო შს სამინისტროს მიერ განხორციელებული ოპერაცია და ძალიან წარმატებულიც“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, გარდა გოგა ხაინდრავასი, ვის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი კოდუასა და პატარკაციშვილს შორის, შოთა უტიაშვილმა ერთ-ერთი გიორგი თარგამაძე დაასახელა.
"მე ვანომ მითხრა, რომ ორ ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე, ერთი იყო გოგა ხაინდრავა და მეორე იყო გიორგი თარგამაძე. ვანომ მითხრა შენ დაურეკე გიორგი თარგამაძეს და გააფრთხილე მე კი გოგას გავაფრთხილებო. მე დავურეკე გიორგის და გავაფრთხილე. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ უთქვამს თავად გიორგის, ვანომ გააფრთხილა ხაინდრავა. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ დავუნიშნეთ უსაფრთხოების მიზნით დაცვა, გიორგიმ უარი განაცხადა სახელმწიფო დაცვაზე, თუმცა მან აიყვანა პირადი მცველი- გოგასი არ ვიცი. მას შესთავაზებდნენ დაცვას თუმცა ეს მის სურვილზე იყო დამოკიდებული,"-განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






