გაჩეჩილაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილი არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, ბადრი იყო მათი თანამებრძოლი და ის მზად იყო, კანდიდატურაც მოეხსა საჭიროების შემთხვევაში.
,,ჯანსაღი პროცესები მიდის იმისა, რომ ვინც დამნაშავეა ყველამ აგოს პასუხი. მე ბადრის ვთვლიდი და ეხლაც ვთვლი, რომ ბადრი იყო ჩვენი ასპროცენტიანი თანამებრძოლი. ის იყო ბრძოლის ველი და ბადრი პატარკაციშვილი მოქმედებდა, როგორც ჩვენი გუნდის წევრი, ის მზად იყო, რომ მოეხსნა კიდეც თავისი კანდიდატურა საქმის სასიკეთოდ. ნაციონალურ მოძრაობაში და პოილტიკაში არ არის მორალი და ვლაპარაკობთ მოლარგარეცხილ თემებზე.მე და ჩემი თანამებძოლები ხელს არასოდეს ვაწერდით ძალისმიერ მეთოდებზე, ამიტომ ავირჩიეთ შიმშილის ფორმაც. ეს იყო დიდი საზოგადოებრივი პროტესტი და ამას არავის შეკვეთილი მკვლელობა არ სჭირდებოდა.
რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის სააკაშვილის დაგეგმარებული ლოგიკა.
,,ეს არის შიზოფრენია, აქ ჩვენს მაგივრად რომ მოგეწვიათ თეთრ ხალათში ჩაცმული ფსიქიატრები ჯობდა. ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია იმის ამოხსნა, თუ რა შეუძლია ილაპარაკონ და დაგაბრალონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ პროპაგანდას აშენებენ. ჩვენი დამსახურება ის არის, რომ ყველაფერს ვაკეთებდით ოღონდ არ ყოფილიყო ძალადობა და მცდელობაც კი სამოქალაქო დაპრირების“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






