რა სირცხვილია საქართველოსი
პოლიტიკა - 19:04, 03 Aug, 2014     2612
რა სირცხვილია საქართველოსი, - ამ სათაურით გამოცემა ,,THE WALL STREET JOURNAL“-ი საქართველოს მოვლენებს სტატიას უძღვნის.

,,დემოკრატიას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება, ამიტომ ადვილია, მხედველობიდან გამოგეპაროს უკუსვლა კავკასიაში. მაგრამ დაუთმეთ დრო საქართველოს და იმედი მაქვს, აშშ აღიმაღლებს ხმას მის დასაცავად. ეს 5-მილიონიანი ერი იყო პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ბალტიის გამოკლებით, რომელიც ჩაეჭიდა დემოკრატიას. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2003 წელს სათავეში ჩაუდგა ვარდების რევოლუციას, გახდა პრეზიდენტი, აშშ-ს პარტნიორი და პუტინის მტერი. 2008 წელს რუსები შეიჭრნენ საქართველოში, ჯერ კიდევ უკრაინამდე. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია 2012 წელს დამარცხდა არჩევნებში, მან ღირსეულად გადააბარა ხელისუფლება.

მისი შემცვლელები ანიავებენ ქვეყნის ამ სტატუსს. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, რომელსაც აფინანსებდა და ხელმძღვანელობდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი, დაიწყო სააკაშვილის თანამებრძოლების საეჭვო სასამართლო დევნა. ახლა კი, გასულ ორშაბათს, ბრალი წარუდგინა სააკაშვილს, რომლითაც განახორციელა პოლიტიკური შურისძიების დაუფარავი აქტი. პროკურორებმა თვეები გაატარეს ათწლიანი მმართველობის გამოძიებაში იმ იმედით, რომ რამე ეპოვნათ ბრალდების წარსადგენად. საუკეთესო, რაც პროკურორებმა შეძლეს და მოიფიქრეს, ეს არის სააკაშვილის დადანაშაულება უფლებამოსილების გადამეტებაში დემონსტრანტების დაშლის დროს და 2007 წელს ოპოზიციური ტელეკომპანიის დახურვა.

ახლა სააკაშვილი ასწავლის აშშ-ში და კონსულტაციას უწევს პროდასავლურ მთავრობას უკაინაში, მაგრამ მისმა კოლეგებმა საქართველოში სრულად შეიგრძნეს პოლიტიკური ვენდეტას სიმძიმე - 3 ივლისს დედაქალაქის მერის დაპატიმრება, რომელიც ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო კამპანიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ამ დაპატიმრების შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება პოლიტიკურ სიტუაციას და აშშ-ს ელჩმა ამ თემას სერიოზული უწოდა. ახლა მათ მოუწევთ, უფრო აქტიურად იმოქმედონ. გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. ქართველი ხალხი ნატო-ში ინტეგრაციის და თავისი პოზიციების დასავლურ საზოგადოებაში გამყარების მომხრეა. დასავლეთს აქვს გავლენა თბილისსზე და ახლა ეს ვნახოთ საქმეში“, - ნათქვამია ,,THE WALL STREET JOURNAL“-ის წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42