რუსი ოლიგარქი მძიმე არჩევნის წინაშე დაგვაყენებს, სამწუხაროდ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 17:42, 03 Aug, 2014     2204
ბევრი ადამიანისათვის (რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცა) რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირველ თვეებში რომ გეკითხა, გეტყოდათ: არ მოგვეწონება და ამათაც გადავირჩევთ.

ერთადერთი ოპოზიციური პარტიის ლამის უკვე ორწლიანმა დევნამ, ადგილობრივი არჩევნების დროს ხელისუფლების ქცევამ, საარჩევნო მორატორიუმის დროს გიგი უგულავას, სასამართლოს ნების საწინააღმდეგოდ, დაპატიმრებამ და, საერთაშორისო საზოგადოების არაერთგზის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემამ მოსპო ყველანაირი ილუზია, რომ რუსი ოლიგარქი ქართველ ამომრჩევლს ან არჩევანს დაუტოვებს, ან თუ ეს არჩევანი დარჩება (და აუცილებლად დარჩება მისი ყველა მცდელობის მიუხედავად - ზ.ჭ.), ივანიშვილი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.

ჰოდა, ყველაზე საინტერესო ზემოთნახსნები ადამიანების რექაცია იქნება: როცა მოინდომებენ ხელისუფლების შეცვლას და აღმოაჩენენ, რომ რუს ოლიგარქს ყველა წინაწპირობა ხელისუფლების პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში შეცვლისათვის თუ მოსპობილი არა, მინიმუმდე ექნება დაყვანილი.

2013 წლის 7 მარტს ვწერდი: "სამწუხაროდ, არც დამოუკიდებელი სასამართლოს, არც პლურალისტული მედიისა და არც ძლიერი ოპოზიციის არსებობა სამომავლოდ საქართველოში გარანტირებული არაა და მათი დღევანდელი არსებობა ჯერჯერობით არ გამოდგება დასაიმედებლად, რომ ისინი შეაკავებენ ქვეყანაში ისეთ ტენდენციებს, რაც არ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს."

რუსი ოლიგარქი რა სალამურიც იყო, მაშინვე ვხედავდი (და ამიტომაც დავარქვი მაშინ წერილს ასეთი სათაური), მაგრამ არ მინდოდა მაშინ ვინმეს ეფიქრა, რომ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან ვლაპარაკობდი.

ახლაც ვხედავ და ვამბობ: რუსი ოლიგარქი მძიმე არჩევნის წინაშე დაგვაყენებს. სამწუხაროდ.


იხილეთ ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილი: ,,1 ოქტომბრის არჩევნების პოზიტიური შედეგები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42